LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისა და ყელის ძლიერი ტკვილი, ცხვირიდან გამონადენი – ივანე ჩხაიძე დელტა შტამის კლინიკურ ნიშნებზე

19374
BeFunky-collage (8)

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ინდური შტამისგან თავის დაცვის შესაძლებლობა ორჯერადი ვაქცინაციაა.

როგორც ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, მინიმუმ 40%-ზე მეტი აცრილია ორჯერადად, მათთვის დელტა შტამი არ წარმოადგენს საშიშროებას.

ივანე ჩხაიძემ დელტა შტამის სიმპტომებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაავადების სიმპტომ-კომპლექსი შეცვლილია.

ჩვენ გვაქვს დღესდღეობით მრავალრიცხოვანი კვლევა, რომელსაც ვეყრდნობით. ეს არის დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა, ვინაიდან დიდ ბრიტანეთში 90%-ი ინფიცირებულების სწორედ დელტა ვარიანტით არის განპირობებული.

ადამიანები სოციალური ქსელიდან და მეზობლისგან რომ იღებენ ვაქცინაციის ეფექტურობაზე ინფორმაციას, ამიტომ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება: ივანე ჩხაიძე

"ქვეყანაში გვყავს ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, ამ ხალხთან ურთიერთობის აზრი არ არსებობს" -აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ეს კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ახლანდელი დელტა ვარიანტი ძალიან განსხვავდება ჩინური ვარიანტისგან. თუ ჩინური ვარიანტის დროს ცხელება, ხველა იყო წამყვანი, აქ წამყვანია ძლიერი თავის ტკივილი, ძლიერი ყელის ტკვილი, ცხვირიდან გამონადენი.

სრულიად სხვა კლინიკური ნიშნებია. მიმდინარეობის სიმძიმის განმაპირობებელი უფრო მეტად ბავშვებშია. ის მონაცემები, რომელიც აშშ-დან გვაქვს მნიშვნელოვან თანაფარდობაზე მიუთითებენ.

ჰოსპიტალიზირებული ბავშვების 50% საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. კლინიკური მიმდინარეობა გადაიხარა უფრო მძიმე მიმდინარეობისკენ.

კლინიკური ნიშნები განსხვავებულია, სიმძიმეც და შესაბამისად, ლეტალური გამოსავალის რისკიც მატულობს.

საბედნიეროდ, ქვეყანაში დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციების შემთხვევები პრაქტიკულად, არ არსებობს. როცა შვილს მაღალი ტემპერატურა აქვს, ახველებს ან დიარეა აქვს, შიში მაინც არსებობს. ასე, რომ დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია თუ არის ერთეულია. ალბათ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი აქცენტია ვარიანტის ბუნებაზე. თვითონ ეს მუტაცია თავისი მიმდინარეობის სიმძიმით განსხვავებულია”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” ეთერში.

პირველად გვაქვს ბავშვებში ერთდროულად 3 მძიმე შემთხვევა, რაც შეშფოთების საფუძველია: ივანე ჩხაიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები