LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად გვაქვს ბავშვებში ერთდროულად 3 მძიმე შემთხვევა, რაც შეშფოთების საფუძველია: ივანე ჩხაიძე

282
-2021-01-05-10-24-09-549201 (1)

ვაქცინაცია არ არის ერთი ოჯახის საქმე, ის მთელი ოჯახის საქმეა, ეს პირველ რიგში ბავშვებისთვის არის სარგებელი, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, რითაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის მნიშვნელობას.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ თუ საქართველოში იქნება ოჯახები, რომელთაც ეყოლებათ ვაქცინირებული უფროსი წევრები, მათ შვილებსა და შვილიშვილებს საფრთხე არ ემუქრებათ.

ამ კონტექსტში ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ დღეს რესპირაციული გართულებით შეყვანილი სამი ახალშობილის ინფიცირების წყარო სწორედ ოჯახის წევრია.

ციციშვილის კლინიკაში, სამი ახალშობილიდან ერთს “ინდური შტამი” დაუდასტურდა

“ყველა სხვა ტიპის ვირუსისგან განსხვავებით ბავშვებში კორონავირუსის გავრცელება არის ნაკლები და თუნდაც, ის მაჩვენებლი 10%-ი, რაც საქართველოშია, ზოგადად ქვეყნებში ეს 25%-ია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დიახ, კორონავირუსი ბავშვებში იშვიათია. მაგრამ თუ მეორე მხარეს განვიხილავთ, სხვადასხვა ვარიანტის შემთხვევაში არის თუ არა მძიმე, დიახ, ამაზე პასუხი დადებითია.

დელტა ვარიანტი გამოირჩევა უფრო მეტად აგრესიულობით ახალგაზრდებში და ბავშვების მიმართაც, რაც დადასტურებულია კვლევებით. საშუალო ასაკმა ინფიცირებულთან დაკავშირებით დელტა შტამის შემთხვევაში გადმოიწია, უფრო ახალგაზრდა ასაკისაკენ.ეს რეალობაა და ამ რეალობას შეეჯახა საქართველო.
ზოგადად მუტაციას სწორედ განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა ახასიათებს.

დელტა ვარიანტი არის უფრო მეტად ახალგაზრდებში, უფრო მეტად გადამდები და უფრო მძიმე მიმდინარეობის. პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ბავშვებში გვაქვს ერთდროულად სამი მძიმე შემთხვევა, რაც რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველია.

იცით, რომ მედიკამენტი მოზრდილებში არც ბავშვებში კატეგორიულად ეფექტური არ არსებობს. ერთადერთი გზა, რაზეც მიუთითებს ჯანმო და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეს არის ვაქცინაცია. ერთადერთი, რაც ქვეყანამ შეიძლება დაუპირისპიროს დელტა შტამის გავრცელებას მხოლოდ ვაქცინაციაა.

თან ხაზგასმულია, ორჯერადი ვაქინაცია. ის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, მინიმუმ 40%-ზე მეტი აცრილია ორჯერადად, მათთვის დელტა შტამი არ წარმოადგენს საშიშროებას, არ გავრცელდება და არ იქნება ახალი ეპიდაფეთქების მიზეზი, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ვაქცინირებულთა რაოდენობა დაბალია, ორჯერადად ვაქცინირებულს ვგულისხმობ, ეს ქვეყანა რა თქმა უნდა რისკის ქვეშ არის. დღეს ჩვენ არ გვაქვს მოსახლეობის 20-30% ორჯერადად ვაქცინირებული. სამწუხაროდ, დელტა ვარიანტი არის განსხვავებული აგრესიის.

თუ ჩვენ გვეყოლება ოჯახები, სადაც უფროსი წევრები არიან ვაქცინირებული, მათ შვილებს და შვილიშვილებს საფრთხე არ ემუქრება. ვაქცინაცია არ არის ერთი ოჯახის საქმე, ის მთელი ოჯახის საქმეა.
როდესაც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ვლაპარაკობთ, ეს პირველ რიგში ბავშვებისთვის არის სარგებელი.  ჯერჯერობით საქართველოში ვაქცინაციის ტემპი არ არის ისეთი, რასაც ვგეგმავდით”,- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში ივანე ჩხაიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები