LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციციშვილის კლინიკაში, სამი ახალშობილიდან ერთს “ინდური შტამი” დაუდასტურდა

97
cicishvilis-klinika

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი სამი ახალშობილის მდგომარეობის შესახებ საუბრობს, რომლებიც კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

როგორც დავით რეხვიაშვილი ამბობს, ერთ შემთხვევაში გამოვლენილია ე.წ. დელტა შტამი, დანარჩენ შემთხვევაში მიმდინარეობს კვლევები შტამის დადგენის მიზნით.

მისი თქმით, ჩვილი, რომელსაც ე.წ. ინდური შტამი დადგინდა, აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

დავით რეხვიაშვილის თქმით, სამი ახალშობილი კლინიკაში რესპირაციული გართულებით შეიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები