LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი პრაიდი“ შსს-თან აქციას მართავს

212
თბილისი პრაიდი

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებიან. ორგანიზატორების განმარტებით, ისინი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დარჩებიან სამინისტროსთან, რათა თითოეულმა მათგანმა საკუთარი სათქმელი თქვას.

„ნახევარი ან ერთი საათის განმავლობაში ვიქნებით აქ იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, ვიხმაუროთ, გავაპროტესტოთ. შემდეგ კი რამდენი ხანიც იქნება საჭირო, ჩვენ მივმართავთ შესაბამის ღონისძიებებს, რომ ხელისუფლებას ვუბიძგოთ წავიდეს სწორ გზაზე“, – აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი.

მათ აქვთ ბანერები: „არა ჰომოფობიას“, „სახელმწიფო სად ხარ“.

ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები