LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ახალი ზოოპარკის დიზაინზე ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი იმუშავებს

239
78296389-10158137117169575-8260477297220386816-o

თბილისის ახალი ზოოპარკის დიზაინზე ზოოპარკების ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი იმუშავებს. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ფლიტი თბილისს რამდენიმე დღის წინ ესტუმრა.

„უკვე მოინახულა ახალი ტერიტორია და გადარეულია ნამეტნავად. არ ვაჭარბებთ. შესანიშნავი ადგილიაო. თავისი ლანდშაფტით, ხედებით, სივრცით და ახლა ზუსტად იმაზე ვფიქრობ, როგორ ავითვისოთ ეს ფართობი ისე, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ზოოპარკი გქონდეთო“, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის ინფორმაციაში.

რით იქნება ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული? 

“ჩვენმა სტუმარმა საინტერესო პასუხი გაგვცა: ძველი ყაიდის ზოოპარკებში ხალხს ცხოველებისადმი ნაკლები პატივისცემა ჰქონდა. გახედავდნენ გისოსებში გამოკეტილ მაიმუნს და ერთმანეთს ეღლიცინებოდნენ, ნახე, შენი ნათესავიაო. ახალი კონცეფციის ზოოპარკებში, სადაც ცხოველებს აქვთ დიდი სივრცე, არ არსებობს ხელისშემშლელი ბარიერები და ცხოველები ბუნებრივთან მიახლოებულ გარემოში ბინადრობენ, ადამიანებს მეტი მოწიწება უჩნდებათ მათ მიმართ და დროს არა ლაზღანდარობაში, არამედ ცხოველის ძებნაში, დაკვირვებასა და თვალიერებაში ხარჯავენ.

ზუსტად ამგვარ ვოლიერებს გვიგეგმავს ახლა. ამჟამად აფრიკის სავანაზე მუშაობს. ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე აფრიკის ექსპოზიცია დაახლოებით ათ ჰექტარს დაიკავებს. ათს! ძველი ზოოპარკი არის ხუთი ჰექტარი. კინკილა ხუთი! ახალი ზოოს ერთი ვოლიერი ძველ ზოოზე ორჯერ დიდი იქნება! წარმოგიდგენიათ?! და ამ სივრცეში ჰიპოპოტამი, მარტორქა, ზებრები, სხვადასხვა სახეობის ანტილოპები და ყველასთვის სანატრელი ჟირაფები დაიდებენ ბინას”- ნათქვამია თბილისის ზოოპარკის ინფორმაციაში.

ერიკ ფონ ფლიტის მომსახურებით ჰოლანდიის, იტალიის, ბელგიის, უნგრეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო ზოოპარკები სარგებლობენ. ფლიტი თბილისის ზოოპარკს პირველად წყალდიდობის შემდეგ ესტუმრა.

https://www.facebook.com/TbilisiZoo/photos/a.189127464574/10158137117164575/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები