LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის დამალული განძი – სასტუმრო „ლონდონი“, რომელსაც ნობელიანტი მწერალი და ცნობილი კომპოზიტორი სტუმრობდნენ (ფოტოები)

3698
70393360-2877083832316127-427329613656489984-o

სასტუმრო „ლონდონი“ – თბილისის დამალული განძი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1875 წელს გაიხსნა და საქართველოში მოგზაურობისას უამრავ ცნობილ ადამიანს უმასპინძლა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი იყო, რომელიც თბილისურ „ლონდონში“ მეუღლესთან ერთად 1899 წელს ცხოვრობდა. ნობელიანტი ავტორი წერდა: ,,ვესტიბიულში შვეიცარმა საუბარი გამიბა. მისგან თავი, რომ მეხსნა, რომელიღაც კარს ხელი ვკარი, სამკითხველოში აღმოვჩნდი. მაგიდაზე ბედეკერის ცნობარი იდო – ,,რუსეთი და კავკასია”, ვიპოვე ,,ტიფლისი” და კითხვას შევუდექი…”

აღსანიშნავია, რომ დღეს ყოფილი სასტუმროს შენობა თბილისში ჩამოსული ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობისას, მათი „აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში“ ყოველთვის შედის. „ლონდონის“ შენობა დღემდე აღაფრთოვანებთ ადგილობრივებსაც და სოციალურ ქსელებში სასტუმროს ინტერიერის ამსახველი ფოტოები ხშირად ვრცელდება. მათ შორის, ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში – Spend 4 Seasons in Georgia. (სტატიაში გამოყენებული ფოტოები, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია: ლიკა ჯორჯიაშვილის მიერ)

როგორც უკვე გითხარით, „ლონდონი” (Hotel de Londres) 1875 წელს გაიხსნა მადათოვის ქუჩის #21 სახლში (ახლანდელი ათონელის #31). „ლონდონის” შენობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი სადარბაზო და კიბის უჯრედი იყო. „ლონდონი” პატარა სასტუმროს წარმოადგენდა: 1896 წელს ის 28 ნომრისგან შედგებოდა, სადაც დღე-ღამეში ერთი ოთახის ფასი ერთიდან ათ მანეთამდე მერყეობდა. 1914 წელს სასტუმროს უკვე კიდევ ორი ნომერი მიემატა.

„ლონდონის” ოქროს ხანა 1880-1890-იან წლებზე მოდის. ამ დროს აქ ჩერდებოდნენ შეძლებული უცხოელი მოგზაურები და ისეთი საპატიო სტუმრები რუსეთიდან, ევროპიდან და მახლობელი აღმოსავლეთიდან, როგორებიც გახლდნენ: რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, ჯორჯ კერზონი, შემდგომში ინდოეთის ვიცე-მეფე და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, და ცნობილი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები