LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ ორი წელი შეაჯამა – კალაძის საპატიო სტუმრები „მონებო“ შეძახილის ფონზე წავიდნენ

88
1Capture

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ მუშაობის 2 წელი შეაჯამა და საზოგადოებას ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა და შედეგები გააცნო. შეხვედრა, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი რარიბაშვილი, მთავრობის სხვა წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, სტუდენტები და უბრალო მოქალაქეები. მერიის პრეზენტაციას პირადად კახი კალაზე უძღვებოდა, რომელმაც მიsასალმებელი სიტყვა მთავრობის მადლობით დაიწყო და განხორციელებულ პროექტებში მხარდაჭერისთვის ხეისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერიის მომავალი წლის ბიუჯეტი 300 მილიონით გაიზრდება და თანხის მეტი ნაწილი მოხმარდება ისევ ქალაქის ინფრასტუქტურის განვითარებას. 2020 წლის ბიუჯეტიდან, როგორც კალაძემ აღნიშნა, 1 მილიარდ 300 მილიონი ლარია გამოყოფილი და ეს თანხა გათვალისწინებული იქნება ძირითადად ორი მიმართულების – ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

კახი კალაძემ პრესკონფერენციაზე წარადგინა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ასახავს ბოლო ორი წლის განმავლობაში, დედაქალაქში მიმდინარე სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებს, გზების მოწესრიგების, წყალარინებისა და სხვა გაყვანილობების შეცვლა-აღდგენის, სატრანსპორტო პოლიტიკის წარმატებულ მიმდინარეობას და სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე პროცესებს.

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/1252480871609313/

ფილმის დასრულების შემდეგ, კალაძემ საზოგადოებას წარუდგინა მერიის თანამშრომელთა ის გუნდი, რომელებიც მუშაობდნენ აღნიშნულ პროექტებზე და ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა პირადად გადაუხადა თბილისის და თბილისელების სახელით.

 

“ვისაც როგორ უნდა, ისე ხაზავს” – რამდენად ეფექტურია დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ტერიტორიის დატოვება ქალაქის მერს და მთავრობის წევრებს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილების ფონზე მოუწიათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელიც ახალგაზრდა აქტივისტებს მთავრობის წევრების მანქანებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. კალაძის საპატიო სტუმრებმა ღონისძიების ადგილი „სირცხვილია“, „მონებო“ და სხვა შეძახილების ფონზე დატოვეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, ისინი საშუალებას არ მისცემენ მთავრობის წევრებს მშვიდ ვითარებაში იგრძნონ თავი და ყველგან, სადაც შეიკრიბებიან, შეუქმნიან დისკომფორტს.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ ბოლო რამდენი თვეა სისტემატიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურ ფაზასი შევიდა, რაც გამოიწვია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების კანონპროექტის ჩაგდებამ.