აბაშიდან თბილისისკენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მომავალ კოლონებს გზად ცოცხები დაახვედრეს.
არსებული ინფორმაციით, ცოცხები “ქართული ოცნების” აქტივისტებმა დაყარეს.
ვიდეო-კადრებს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებელ აქციაზე დასასწრებად, თბილისის მიმართლებით კოლონები მოემართება.
როგორც ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე აცხადებს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აქციაზე მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ზუგდიდიდან და სამეგრელოდან ამდენი არასოდეს ყოფილა.