LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 319, აჭარაში 50 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 268, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

82
korona 55

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 583 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 761-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.74 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.61 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 167-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 778 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა,

  • აჭარა – 50,
  • იმერეთი – 58,
  • ქვემო ქართლი – 17,
  • შიდა ქართლი – 35,
  • გურია – 14,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61,
  • კახეთი – 25,
  • მცხეთა-მთიანეთი – 20,
  • სამცხე-ჯავახეთი – 2,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც:

1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 792, აჭარაში – 221, იმერეთში – 277. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 331 პირი, მათ შორის, თბილისში – 146, აჭარაში – 38, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი, მათგან თბილისში – 44, აჭარაში – 2, იმერეთში – 7. 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 193 – თბილისში, 59 – აჭარაში. 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 159, ხოლო აჭარაში – 16.

სულ 6 ოქტომბრიდან – 30 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 905 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 598 პირი, აჭარაში – 1 095, იმერეთში – 1079.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g