LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დაინფიცირებულთა რიცხვი 1 000-ს გადასცდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6%-ს მიუახლოვდა – განახლებული კოვიდსტატისტიკა

101
EQIMEBI KORONA

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 792 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 297 728-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 282 237-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 959 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა,

აჭარა – 164,

იმერეთი – 96,

ქვემო ქართლი – 75,

შიდა ქართლი – 85,

გურია – 55,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163,

კახეთი – 63,

მცხეთა-მთიანეთი – 33,

სამცხე-ჯავახეთი – 23,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც:

3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 793, აჭარაში – 420, იმერეთში – 390. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 581 პირი, მათ შორის, თბილისში – 296, აჭარაში – 74, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 7, იმერეთში – 9. 513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 – თბილისში, 224 – აჭარაში. 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 276, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 459 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 923 პირი, აჭარაში – 2 374, იმერეთში – 1 001.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები