შსს-მ ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი იყო, „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 ათასი ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, მოპარული თანხა სრულად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები