LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იწყება (ვიდეო)

277
IMG-20171025-001

“დღევანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული გზის მონაკვეთი” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, ქეთევან წამებულის გამზირზე, “ავლაბრის მეტროდან” კაჩინსკის ქუჩამდე (ყოფილი შავი ზღვის ქუჩა), სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და აღნიშნული მონაკვეთი მთლიანად მოწესრიგდება. პროექტი მერიას 4 მილიონ 200 ათასი ლარი უჯდება.

“ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციისთვის ვაცხადებთ ტენდერს. უახლოეს მომავალში გვეყოლება გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ სამუშაოების წარმოებას, რომელიც დაიწყება “ავლაბრის მეტროდან” და ეს კონკრეტული მონაკვეთი კაჩინსკის ქუჩამდე მთლიანად მოწესრიგდება. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული გზის მონაკვეთი. არის მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა და ეს ყველაფერი მთლიანად მოწესრიგდება. შეიცვლება როგორც საკანალიზაციო ქსელი, წყალი, გაზი, ელექტროგადამცემი ხაზები ჩაიდება მიწის ქვემოთ, შეიცვლება განათების ბოძები თავისი ლედ-სანათებით, ანუ ყველანაირად იქნება კეთილმოწყობილი. მოეწყობა ასევე ტროტუარები, რომ ქვეითად მოსიარულე ადამიანებისთვისაც გადაადგილება იყოს კომფორტული”, – განაცხადა კალაძემ.

პოპულალურები