LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რამდენიმე მაღალჩინოსანმა და მაღალი იერარქიის წარმომადგენლებმა ვაქცინა უკვე გაიკეთეს: გიორგი ჩალაძე

4341
გია 22

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ამტკიცებს, რომ მაშინ როცა, საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, რომელი ვაქცინით აიცრება მოსახლეობა,  თბილისში უკვე არიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა გაიკეთეს.

ქვეყანას ამ წუთში შეუძლია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზა შემოიტანოს: რას ფიქრობს იმნაძე შეზღუდვების შემსუბუქებაზე

როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში გიორგი ჩალაძე ამბობს, აქვს ზუსტი ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანმა და იერარქიის წარმომადგენლებმა ვაქცინა უკვე გაიკეთეს, თუმცა დასძენს, რომ მათ სახელებსა და გვარებს ვერ დაასახელებს.

„საქართველოში რამდენიმე ადამიანს ვაქცინაცია გაკეთებული აქვს. მათი სახელისა და გვარების დასახელებას უახლოეს მომავალში მოვახერხებ. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ისინი მაღალჩინოსნები და იერარქიის წარმომადგენლები არიან“, – განმარტავს ჩალაძე.

შალვა  ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სპეცრეისით ჩამოატანინა მისთვის ვაქცინა. „ფორტუნა“ დაინტერესდა, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელიც თუ ფლობს ამ ინფორმაციას.

„ბატონ შალვას დიდ პატივს ვცემ. ეს განცხადება არ მომისმენია, მაგრამ თუ მართლაც ასე იყო, არ გამიკვირდება. მთელს მსოფლიოში ყველა შეძლებული ადამიანი  საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისას იგივეს აკთებს და ივანიშვილს  რომ არ გაეკეთებინა, ეს უფრო გამიკვირდება.

შესაძლებლობა თუ აქვს, მდიდარმა ადამიანმა რატომ არ უნდა იყიდოს მისთვის და მისი ოჯახისთვის ვაქცინა? მე რომ შესაძლებლობა მქონდეს, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილსაც ვუყიდდი ვაქცინას“, – აღნიშნა ჩალაძემ ჩვენთან საუბარში.

ჩინური ვაქცინის შემოტანას კატეგორიულად არ განვიხილავთ: ტიკარაძე

"ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი სანდოობაა"

კითხვაზე, მისი ინფორმაციით, რომელ ვაქცინაზე გააკეთეს არჩევანი მაღალჩინოსნებმა და იერარქიის წარმომადგენლებმა, ჩალაძე ასე პასუხობს:

„თქვენ ალბათ, გინახავთ მაღალი იერარქიის წარმომადგენლები რა მანქანით დადიან. ზოგი „ლენდ კრუიზერით“ და ზოგიც „მერსედესით“. ასეთი ადამიანები არჩევანს არ აკეთებენ ჩინურ ვაქცინაზე ან რუსულ „სპუტნიკზე“, ისინი იკეთებენ საუკეთესოს, რაც მსოფლიოში, დღესდღეობით, არსებობს“,- აცხადებს ჩალაძე.

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს, თუმცა აღწერს სიტუაციას, საიდანაც შეიტყო ვაქცინირებული ქართველების შესახებ.

„ჩვენს ქვეყანაში კედლებსაც ყურები აქვს. არაფერი არ იმალება და საახალწლო და დაბადების დღის შეკრებებზე, ორი ჭიქის მიღების შემდეგ ყველაფერს ლაპარაკობენ“.- ამბობს ჩალაძე. 

მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა – ცერცვაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები