თბილისში, თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად ახალგაზრდა დაიღუპა. გარდაცვლილი 20 წლის მათე ჯომიდავაა, რომელიც 30 დეკემბრიდან რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდას შელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთ სუპერმარკეტთან თავში ქვა ჩაარტყეს. ის სწორედ ამ ტრამვის შედეგად გარდაიცვალა.
მათე ჯომიდავა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი იყო. ის თბილისში სწავლობდა და თან მუშაობდა.
ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.