LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისთან ახლოს ზღაპრული „შუაგული“ გამოჩნდა: ტბა, გულის ფორმის კუნძული, ბაღი, კოტეჯები (ფოტოები)

9055
1

დეკორატიული მცენარეების ბაღი და ულამაზესი საღონისძიებო სივრცეები თბილისთან ყველაზე ახლოს – ეს „შუაგულია“, ზღაპრული ადგილი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება უკვე მიიპყრო.

როგორც „ფორტუნას“ აღნიშნული დასასვენებელ-სადღესასწაულო სივრცის მმართველი მენეჯერი ტატა ავალიშვილი უყვება, „შუაგული“ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის 11 ივლისს გაიხსნა.

„ცხადია, ამ პერიოდში ნებისმიერი ბიზნესაქტივობა ძალიან სარისკო იყო, თუმცა, ჩვენ არ გადავდეთ გეგმები და „შუაგული“ მაინც გავხსენით. არსებული ვითარების მიუხედავად, „შუაგულმა“ მოლოდინები გაამართლა და დღეს, ის უკვე საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ არ გვყავს ერთჯერადი სტუმრები – ის, ვინც ერთხელ მაინც ამოვა ჩვენთან, უკან აუცილებლად ბრუნდება“, – ამბობს ტატა ავალიშვილი.

მისივე ინფორმაციით, „შუაგული“ გასართობ-დასასვენებელი სივრცეების გარდა, განთავსების ობიექტებსაც მოიცავს, კერძოდ 6 კოტეჯს. შესაბამისად, მას, ვინც ვერ ახერხებს შვებულებაში გასვლას და დედაქალაქიდან შორს წასვლას – აქვს შესაძლებლობა, ავიდეს „შუაგულში“ და განიტვირთოს.

https://www.facebook.com/shuaguli/videos/144821413495575/

 

„თბილისთან ყველაზე ახლოს ჩვენ შევქმენით დეკორატიული მცენარეების ბაღი და ზღაპრული საღონისძიებო სივრცეები თქვენთვის. ბაღის მთავარი მშვენებაა ტბა, გულის ფორმის კუნძულით. „შუაგულში“ ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სერვისს:

შუაგულის სანერგე – თქვენი ბაღების, ეზოებისა და ტერასების გასალამაზებლად გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის დეკორატიულ მცენარეებსა და ნერგებს, რომლებიც წლების მანძილზე იზრდება ჩვენთან, „შუაგულში“ და იდეალურად არის ადაპტირებული საქართველოს და განსაკუთრებით, თბილისისა და მისი შემოგარენის კლიმატურ პირობებთან.

შუაგულის ღონისძიებები – სივრცეები განსხვავებული სტილის ღონისძიებებისთვის – ქორწილი, ხელის მოწერის ცერემონია, დაბადების დღე, კორპორატიული საღამო, კონფერენცია, გუნდური თამაშები …

”გლემპინგი“ შუაგულში – ჩვენ გთავაზობთ სასტუმროს სრულიად განსხვავებულ კონცეფციას ეგზოტიკურ, გლამურულ სერვისს, რომელიც გლემპინგის სახელით არის ცნობილი. შუაგულის სივრცეში 6 გლემპინგ კოტეჯი ბუნებისა და კომფორტის საუკეთესო სინთეზია. გლემპინგს ყველაზე ხშირად წყვილები სტუმრობენ, თუმცა ოჯახისთვისაც იდეალურია.

https://www.facebook.com/shuaguli/videos/677017439694171/

 

შუაგულის მარანი და ქართული ტრადიციული კუთხე – ქვევრის ღვინის დეგუსტაცია, თონეში პურის ცხობისა და ჩურჩხელის დამზადების მასტერკლასები.

ცალკე აღსანიშნია „შუაგულის“ ცნობილი ტბა და მასზე ნავით გასეირნება, ასევე თევზაობა… გარდა ამისა, გვაქვს საცურაო აუზიც – თუ დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებთ, ზაფხულის ცხელი დღეები თბილისთან ყველაზე ახლოს, „შუაგულის“ აუზზე უნდა გაატაროთ, დაისვენოთ და გაირუჯოთ“, – განმარტავს „შუაგულის“ მმართველი მენეჯერი ტატა ავალიშვილი და დასძენს, რომ „შუაგულს“ ხშირად სტუმრობენ ფოტოსესიებისთვისაც.

რაც შეეხება „შუაგულში“ სტუმრობის და გართობის ღირებულებას, ამ ეტაპზე დასასვენებელ-სადღესასწაულო სივრცის მენეჯმენტს შემუშავებული აქვს პაკეტი „ერთი დღე შუაგულში“, რომლის ღირებულებაც 95 ლარია. ამ პაკეტით შეგიძლიათ დილიდან ახვიდეთ „შუაგულში“ გაისეინოთ ტბაზე, გაირუჯოთ აუზზე, უყუროთ ფილმებს ღია კინოთეატრში – მოკლედ დაისვენოთ, განიტვირთოთ და საღამოს დაბრუნდეთ სახლში. ამ ღირებულებაში შედის 2-ჯერადი კვებაც. თუ კოტეჯში დარჩენაც გსურთ, ერთი ღამის ღირებულება – 150 ლარია.

ცნობისთვის, „შუაგულის“ მისამართია: მუხრანის ველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g