LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „ჩემზე შექმნილი კარიკატურები ძალიან მიყვარს და ვაგროვებ…“

1534
თეა წულუკიანი ვიზიტორში

თეა წულუკიანი „ფორტუნა პლუსზე“ გიგა ბატკუაშვილის გადაცემას „ვიზიტორი“ სტუმრობს და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს.

მათ შორის, კულტურის ახალმა მინისტრმა უპასუხა კითხვას კრიტიკის შესახებ და დასძინა, რომ აგროვებს კარიკატურებს, რომლებიც მასზე იქმნება. „ზოგ კარიკატურაზე მიფიქრია, რომ რაღაც აკლდა, რადგან მე რომ ჩემს თავს დავცინი, ისე ვერავინ დამცინის“, აღნიშნა მინისტრმა.

ჩვენ გვაქვს ყველანაირი სამართლებრივი უფლება, ფედერაციებს ფულის უფრო სუფთად ხარჯვა მოვთხოვოთ – რამდენია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი

თეა წულუკიანი:

„სოცქსელებში მოსაზრებებს უფრო მეტად ვეცნობოდი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში პირველი ოქტომბრიდან მარტამდე, ეს ის პერიოდი იყო, როცა იუსტიციის მინისტრობიდან გადავდექი, შემდეგ პარლამენტში გახლდით და უფრო მეტი დრო მქონდა სოციალური ქსელებისთვის.

ორი კვირაა, რაც ვარ სამინისტროში და უნდა ვაღიარო, რომ თავის აწევის დროც არ მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცი, რა იწერება და რა ითქმის, ამას შესაბამისი სამსახურები მაწვდიან. ცოტა რომ დავმშვიდდებით და სისტემა ელემენტარულ საბაზისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ამისი დროც გამიჩნდება.

ეს კრიტიკა ბუნებრივია, რადგან იუსტიციის სამინისტროშიც რომ დავინიშნე, მაშინ იყო გარკვეული ხმაურიანი განცხადებები, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ადამიანებისგან, თუმცა კალიბრი, მასშტაბი და შინაარსი სხვანაირი იყო, მაგრამ ეს პრინციპში პოლიტიკური შეფერილობის შემცველი განცხადებები ჩემთვის უცნობი არ არის.

ეს მოდის იმ ადამიანებისგან, ვისაც ის პოლიტიკური ძალა შეიძლება არ მოსწონდეს, ვისაც მე წარმოვადგენ, ან მე ვარ პოლიტიკურად მიუღებელი. როცა ადამიანი ინიშნები და მეორე დღეს მოდის ასეთი წვიმა, წვიმასაც ვერ დავარქმევდი, უფრო ცრიდა, რა თქმა უნდა, გიკვირს. ხედვა არ გაგიცხადებია, რას აპირებ და მაშინვე არის „უფასო კრიტიკა“, რასაც აქვს არსებობის სრული უფლება, მაგრამ თავიდან საფუძველი ვერ დავინახე.

ასევე იყო ბევრი კარიკატურა, რომლებიც ჰგავდა იმას, რაც 2012 წლის ნოემბერში ვრცელდებოდა. ეს ერთი და იგივე ხელწერაა. 22 მარტიდან დღემდე ბევრი იყო, იქიდან თითქმის უმრავლესობა მე ძალიან მომეწონა. ერთ-ერთ გამოვარჩევდი, რომელიც მხატვრული თვალსაზრისითაც, რომელიც მიუხედავად იმისა, სიმწარეს ისახავდა მიზნად, რაც კრიტიკას უნდა ახლდეს თან, ჩემი მხატვრული გემოვნებიდან გამომდინარე, ძალიან კარგი იყო. დანარჩენებიც მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც სახალისო იყო.

შენახულიც კი მაქვს ყველა ის კარიკატურა, რომელიც ან მე, ან ჩემი გუნდის წევრებს ეხება. გემოვნებიანი რაც არის, იქნება ეს ფოტოშოპი თუ ხელით შექმნილი და ვფიქრობ, ეს კარგია. ამ დარგსაც უნდა შევუწყოთ ხელი კულტურის სამინისტრომ. ბევრი ბრაზდება, როცა კარიკატურას ხედავს და ალბათ, არ უნდა ვამბობდე, რადგან შეიძლება წავახალისო, მაგრამ გულწრფელად ვაღიარებ თქვენს ეთერში, კარიკატურებს ვაგროვებ და ძალიან მიყვარს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები