LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი იქნება ბრწყინვალე მინისტრი, უჭკვიანესი ადამიანია: ელისო ბოლქვაძე

88
WULUKIANI BOLQVADZE

„ქართული ოცნების“ დეპუტატები თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობას არ გამორიცხავენ. 

„თეა წულუკიანი იქნება ბრწყინვალე მინისტრი იმიტომ, რომ ძალიან პრინციპულია. ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ თეას“, – აცხადებს  „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელისო ბოლქვაძე.

შეკითხვაზე, კვალიფიცური კანდიდატია თუ არა წულუკიანი კულტურის მინისტრობისთვის, ბოლქვაძე პასუხობს:

„რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ უჭკვიანესი ადამიანია“, –  განაცხადა ბოლქვაძემ და დასძინა, რომ მან არ იცის, იგეგმება თუ არა თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად წარდგენა, თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს.

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე სხვადახვა კანდიდატი სახელდებოდა, ერთ-ერთი ვერსიით ის შეიძლება ელისო ბოლქვაძე ყოფილიყო.  თუმცა, გასულ კვირას გავრცელდა  ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად ინიშნებოდა. გავრცელბული ინფორმაციით, მმართველ გუნდში აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე შედგა.

თეა წულუკიანის კოლტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს.

#cancelThea – კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა თეა წულუკიანის შესაძლო მინისტრობის წინააღმდეგ პეტიცია შეიმუშავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები