LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი ოპერაში მივიდა

275
nino tea

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ბალეტის ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილთან ოპერისა და ბალეტის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილა.

“რა თქმა უნდა, ეს ვიზიტები გაგრძელდება, რათა ჩვენ პარლამენტში გვქონდეს სრული ხედვა, თუ რომელი ორგანიზაცია, რას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად”, – ამბობს წულუკიანი.

თეა წულუკიანი იქნება ბრწყინვალე მინისტრი, უჭკვიანესი ადამიანია: ელისო ბოლქვაძე

შეგახსენებთ, ყოფილი იუსტიციის მინისტრს ამჟამად კულტურის მინისტრის კანდიდატად განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მინისტრობა, ამჯერად კულტურის დარგში გადაწყვეტილია.

 

თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს.

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი ინიშნება: მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე გაიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g