კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემა „საღამოს პოსტს“ სტუმრობდა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა:
“ფაქტი, რომ მე ჩემი ერთადერთი შვილი შემეძინა 42 წლის ასაკში, ვთვლი, რომ ღვთის ძალიან დიდი წყალობაა და სწორედ ამიტომ შევძელი კარგი დედობა. მე ადრეულ ასაკში დედობისთვის მზად არ ვიქნებოდი. ვამაყობ, რომ მიუხედავად სამსახურისა, შევძელი მეგობრული ურთიერთობის დამყარება და დედაშვილური კავშირის ჩამოყალიბება.
ალბათ, ეს არ უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მეუღლე არის ჩემზე 9 წლით უმცროსი, არის ძალიან კარგი ადამიანი და, ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაშიც გამიმართლა.
რადგან მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ქმარს მაინც მეუღლე ურჩევნია შინ ვიდრე გარეთ.
ის, რომ ის ყველაფერი აიტანო, რასაც ის იტანს, ძალიან რთულია, ვაღიარებ. არის ძალიან კარგი მეუღლე, ძალიან კარგი მამა,”- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
