LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „ყველა გატანილი ექსპონატი მუზეუმს უკან უნდა დაუბრუნდეს!..“

99
teawulikiani9

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი 4 ფერწერული ტილო წარადგინა. ესენია: ირაკლი სუთიძის „ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის „ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“.

მინისტრის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება.

„ყველა გატანილი ექსპონატი მუზეუმს უკან უნდა დაუბრუნდეს“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება და პროცესის დასრულებისთანავე, შედეგები საზოგადოებას ეცნობება.

თეა წულუკიანი:

„არაერთი წლის განმავლობაში, ექსპონატის მუზეუმში დაუბრუნებლობა მისი დაკარგვის რეალურ საფრთხეს ქმნის. ჩვენ კი, კანონი პირდაპირ გვავალებს ამ ექსპონატებზე ზრუნვასა და მათი მომავალი თაობებისათვის გადაცემას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g