საქართველო კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას უკვე თებერვალში მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინა პირველ რიგში, გადანაწილდება მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება არის ყველაზე მეტად რისკის შემცველი.
“ვთანამშრომლობთ კოვაქს პლატფორმასთან, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებლად მოითხოვს ქვეყნის მხრიდან გეგმის წარდგენას ვაქცინაციის მიმართულებით, რომელიც ჩვენ უკვე წარდგენილი გვაქვს როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის, ასევე, კოვაქს პლატფორმისთვის.” – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსნებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 529, ხოლო გარდაიცვალა — 22 პირი.
საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისიდანაა: განაწილება რეგიონებში