მწერალი და ტელეწამყვანი ტერესა მოსი, რომელიც „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ მიერ თელავში გამართულ პერფორმანსში მონაწილეობდა დააკავეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, აქცია-პერფორმანსის დროს პოლიციამ 10 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებსა და პოლიტიკოსებს საქართველოს დიდ ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობების შესასვლელები მანქანებით ჰყავდათ ჩახერგილი.
„დაუმორჩილებლობის აქტის“ მონაწილეები მოთხოვნაა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, 2%-იანი ბარიერი , რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე და სახელმწიფოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.