LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ მღებრიშვილი: ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა

2683
Untitled design (4)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცოცხალი არის ნაპოვნი. როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა.

„არის ჯანმრთელი, ცოცხალი და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება“, – თქვა მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან.

ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს. უწყებას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში იყო თუ არა დაკარგული.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g