LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: პირველადი აცრების რაოდენობამ კატასტროფულად დაიკლო, მოსახლეობა თავის თავს აპოკალიფსს უწყობს

299
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, მოსახლეობამ ვაქცინაციას ზურგი აქცია და თავის ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიკოსის თქმით, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, საკუთარ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს სწირავენ. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში რისკ ჯგუფს 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები წარმოადგენენ.

„ყველაზე აქტუალურია დღეს ვაქცინაციის საკითხი. სამწუხაროდ, ყველანი შეშფოთებულები ვართ, ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით – ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი.

კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს აპოკალიფსს უწყობს,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მანვე აღნიშნა შთაბეჭდილება რჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზებული ნაწილი.

„თუ სხვა მოტივები აქვთ – ან არის ცალკეული ექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟს.

13 ათასი ვაქცინა დღეში არის საბოტაჟი თავისი თავის მიმართ, საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი ყველას ჰყავს ოჯახში – ახლობლები მშობლები, ფაქტობრივად, სწირავენ როდესაც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g