„ქართული ოცნება“ გადავიდა ღიად და დაუფარავად კრემლის მსახურებაზე”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პირდაპირ ხდება ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლა რუსეთის გავლენების სასარგებლოდ, რაც დამღუპველია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.
„„ქართული ოცნება“ უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ და რაც უფრო მეტი ამგვარი ქმედება და განცხადებები იქნება, ვფიქრობ, მეტი იქნება პროტესტიც. რა თქმა უნდა, შევუერთდები ყველა აქციას, რომელიც ემსახურება ჩვენი გაცხადებული საგარეო ვექტორის დაცვას. ჩვენ ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, სუვერენიტეტს გვიზღუდავს „ქართული ოცნება“ კრემლის პოლიტიკის სამსახურით. ამ მოცემულობაში აუცილებელია წინააღმდეგობა და ქვეყნის საგარეო ვექტორის დაცვა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.