LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: “ვიზიტი ემსახურება იმ პოლიტიკური გზავნილის გაჟღერებას, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის”

113
BeFunky-collage (20)

ჯეიმს აპატურაი თბილისშია – NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით, თავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა.

ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომსა და მის შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ჯეიმს აპატურაიმ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა ციფრული მმართველობის სააგენტოშიც გამართა, სადაც ჰიბრიდული პოლიტიკის მიმართულება და გამოწვევები განიხილეს.

აპატურაის განცხადებით, რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა უსაფრთხოების რუკა ევროპაში. ამის ფონზე კი, მისი თქმით, NATO მზადაა კიდევ უფრო დაუჭიროს საქართველოს მხარი კიბერ და ენერგოუსაფრთხოების კუთხით.

აპატურაის ვიზიტის მნიშვნელობაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ისაუბრა.

„ერთი მხრივ აპატურაის ვიზიტი არის პირდაპირ კავშირში იმ რუსულ აგრესიასთან, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ.

მეორე მხრივ, ეს ვიზიტი ემსახურება იმ პოლიტიკური გზავნილის გაჟღერებას, რომ ნატოს კარი ღია არის პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ბოლო მინისტერიალზე, როგორც იცით, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო იზრუნებს თავისი პარტნიორების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა საქართველოზე და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე.

რაც შეეხება აპატურაის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში საჭიროა რეფორმების გატარება და პოლარიზაციის შემცირება, თეონა აქუბარდიამ განაცხადა:

„საქართველოს რეფორმების მიმართულებით საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი უკუსვლა.

საჯაროდ არის ნატოს მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს დემოკრატიული რეფორმების გატარება.

შეგახსენებთ, რომ 1 წელი გავიდა შარლ მიშელის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერიდან.

ეს შეთანხმება იყო ნატოს კომუნიკეშიც აღნიშნული, მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ მალევე დატოვა ეს შეთანხმება.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დღეს როდესაც საქართველო დგას ცივილიზებული არჩევანის წინაშე რუსეთი თუ დასავლეთი, უფრო მეტი რეფორმა გატარდეს.

განსაკუთრებით, მართლმსაჯულების მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობის მიმართულებით.

თუმცა „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს ეს ნება და სიმართლე გითხრათ მე ამ ნებას ვერ ვხედავ.

ერთი მხრივ, დემოკრატიული რეფორმები და მეორე მხრივ ძალაუფლების შენარჩუნება, როგორც ჩანს, ერთმანეთთან თავსებადი არ არის.

ამ დროის განმავლობაში არაერთი განცხადება მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არ დაკმაყოფილდება უკრაინით.

თავად ჯეიმს აპატურაის შეფასებით, საქართველო უკვე არის იმის დასტური, რომ რუსეთის ერთადერთი სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა.

რა საფრთხეები გვაქვს იდენტიფიცირებული?

თქვენი შეფასებით, რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს ამ ვითარებაში და კონკრეტულად ნატო-ს, რათა მოახდინოს პრევენცია და უზრუნველყოს უსაფრთხოება?

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საქართველოს საფრთხეები შეფასებული არ აქვს, რუსეთის მხრიდან საფრთხეები არათუ შემცირდა არამედ გაიზარდა.

ერთი მხრივ, უნდა გვქონდეს აქტიური დიპლომატია და პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია, ისევე როგორც იმ ღირებულებების დემონსტრირება, რაც არის დემოკრატიული რეფორმების კუთხით.

აქ მნიშვნელოვანია, რომ გაუარესებული გარემო იყოს შეცვლილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამასთან ერთად, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებაა მთავარი, რასაც ნატო ჩვენ მაგივრად ვერ გააკეთებს, ამიტომ ეს ორი ამოცანა უნდა იყოს ხელისუფლების მიზანი, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით ერთიანობა.

პოლარიზაცია საფრთხედ არის მიჩნეული იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანაში არ არის ერთიანობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ვგულისხმობ ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში, უფრო მეტად გაუადვილდება რუსეთს, მიაღწიოს საკუთარ პოლიტიკურ მიზანს.

ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, აქ საუბარი არ არის კონკრეტული პარტიის ინტერესებზე.

რამდენად მოახდენს გავლენას აპატურაის ვიზიტი, თქვენი შეფასებით, საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით? იმის ფონზე, რომ როგორც ვიცით, მადრიდის ნატოს სამიტი ახლოვდება…

“ორი რამ არის მნიშვნელოვანი ამ კუთხით, ერთი ის, რომ მადრიდის სამიტზე აუცილებელია გამეორება, იმის, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

მნიშვნელოვანი იქნება ნატოს კონცეფცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხება იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რაც ნატომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ ევროპაში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი.

ამიტომ ამ საკითხებზე საუბრისას მნიშვნელოვანია რუსეთის საკითხის ასახვა, როგორც საფრთხის.

საქართველოს, როგორც ნატოს პარტნიორ ქვეყანას, აქვს შესაძლებლობა ნატოს წევრობის. საინტერესოა, რა იქნება კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები, იქამდე სანამ ნატოს მე-5 მუხლი ამოქმედდება.

იმ დანაშაულებებიდან გამომდინარე, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და უკრაინამ ვიმუშაოთ პარტნიორ ქვეყნებთან…

უნდა ვიმუშაოთ ჩვენი ინტერესების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილი ვიყოთ ნატოსა და ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები