LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ელექტროპიკაპს სახელურები არ ექნება

112
tesla84

„ტესლას“ ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ტვიტერზე პასუხების გაცემის დროს მოულოდნელად განაცხადა, რომ ელექტროპიკაპის სერიულ ვერსიას კარის სახელურები არ ექნება, საერთოდ არანაირია, მოძრავიც კი.

„ტესლა“ ხმაურიანი პიკაპის პრეზენტაციისთვის აქტიურად ემზადება. შეგახსენებთ, რომ პირველი პროტოტიპი 2019 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მოდელის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. აგრესიული ელექტროქარის დიზაინში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანენ, თუმცა ზუსტად რას ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება.

დრო და დრო ილონ მასკი ტვიტერზე დასმულ კითხვებს პასუხობს ხოლმე და რამდენიმე დეტალი სწორედ ასე გახდა ცნობილი. ამჯერად „ტესლას“ მეთაურმა განაცხადა, რომ ელეტრონული პიკაპი კარის სახელურების გარეშე დარჩება. თუ როგორ გაიღება კარები – უცნობია, მასკმა ამის დაზუსტება არ ისურვა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ყველაფერი ბორტის კამერებზე იქნება დამოკიდებული. ეს კამერები ადამიანს ამოიცნობენ და კარი ავტომატურად გაიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები