LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TI: ხელისუფლებას არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარების ნება კვლავ არ გააჩნია

106
არჩევნები1

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარების პოლიტიკური ნება ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია.

აღნიშნულზე დღეს ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა.

„ჩვენმა დამკვირვებლებმა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევის შესახებ შეგვატყობინეს, რის გამოც, დაიწერა 30 საჩივარი და მარნეულში ორი უბნის შედეგების გაუქმება მოვითხოვეთ.

ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე, კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

ასევე, დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის +მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ჟურნალისტებზე შეურაცხყოფის, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და სხვა შემთხვევები“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.

ორგანიზაციის შეფასებით, ცესკო-მ თავისი პრაქტიკა გააუარესა და პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათზე მეტი ხნის შემდეგ წარადგინა.

ორგანიზაციის რეკომენდაციით:

  • სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი;
  • საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეადგინონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, ამ პროცესში არაგონივრული ჩარევის თაობაზე;
  • კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მაღალი რისკის გამო ახალი დიზაინის კაბინების გამოყენება გადახედვას საჭიროებს, თუმცა, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მსჯელობა ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხის შესამცირებლად;
  • საჭიროა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციისა და სამუშაო ეთიკის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე.

კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს – 30 ოქტომბერს ჩატარდება

magti 5g