LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურია: „აღარ ვაპირებ, ჩემს პირადზე ლაპარაკით ვიღაც ბიჭები პოპულარულები გავხადო…“

1212
tikajmburia55

თიკა ჯამბურია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის პირად ცხოვრებაში ამჟამად ისეთი ეტაპი არ არის, რომ სერიოზულად ილაპარაკოს.

თიკა ჯამბურია:

„ჩემს პირად ცხოვრებაში ახლა ისეთი ეტაპი არ არის, რომ ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკო. არ ვთვლი საჭიროდ, ამ თემაზე ლაპარაკით ვიღაც ბიჭები კიდევ გავხადო პოპულარულები. ხშირ შემთხვევაში ჩემს ცხოვრებაში სწორედ ასე ხდებოდა.

ერთი სერიოზული გრძნობა ხომ გქონდათ ბოლო დროს, დასრულდა?

კი, დასრულდა. ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში კარგ ეტაპზე ვარ, მაგრამ ძალიანაც რომ ჩამეძიოთ, ამაზე მაინც არაფერს ვიტყვი. ჩვენს ქვეყანაში ცუდად ესმით ბევრი რამ, ამიტომ ყოველთვის ჯობია, ნაკლები ილაპარაკო შენს პირადზე.

მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან კარგად და ჰარმონიულად ხართ საკუთარ თავთან

ზუსტად ამაზე ვმუშაობდი ამდენი ხანი, რომ საკუთარ თავთან ვყოფილიყავი ჰარმონიაში და მიხარია, რომ გამომივიდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები