LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურია: „არასოდეს აღარ გამოაჩინოთ ასეთი გარყვნილი არაკაცი ტელევიზიაში, თავისი ყოვლად მიუღებელი შავი აზროვნებით…“

2907
jamburiafalavandishvili

„პრაიმშოუში“ გურამ ფალავანდიშვილის სტუმრობას, როდესაც მან ბავშვთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით გამოთქვა მოსაზრება, რომ ქრისტიანულად 16 წლის გოგონას გათხოვება დასაშვებია, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში. მათ შორის, მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელმაც გადაცემიდან შესაბამისი ამონარიდი გააზიარა და დაწერა:

„თუ ჩემს მეგობრებში არიან ადამიანები, რომლებიც ამ კაცის მოსაზრებას ემხრობით, ახლავე წამშალეთ!!! და იცოდეთ, რომ ეს კაცი არის ბნელი, ბოროტი, ავადმყოფი პედოფილი !!!! და არასოდეს შეგეშინდეთ, გამოთქვათ აზრი ასეთი ადამიანების წინააღმდეგ, უნდა დასრულდეს მსგავსი ბინძური აზროვნების და მენტალიტეტის ფართო მასებისთვის გაზიარება ჩვენს ქვეყანაში !!!!!!! და არასოდეს აღარ გამოაჩინოთ ასეთი გარყვნილი და არაკაცი ტელევიზიაში, თავისი ყოვლად მიუღებელი შავი აზროვნებით !!!!! “

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები