თიკა ჯამბურია საბერძნეთში მოგზაურობს და გადაწყვიტა, გამომწერებს ვრცლად გაუზიაროს თავისი შთაბეჭდილებები და ემოციები:
„შეყვარებული ვარ საბერძნეთზე ! და ათენი ჩემი საყვარელი ქალაქების ხუთეულში მოხვდა.
მინდა, მოგიყვეთ ჩემს შთაბეჭდილებებზე.
დავიწყოთ იქიდან, რომ ღმერთების მიწაზე განსაკუთრებულად ეშხიანი ხალხი ცხოვრობს, საოცარი ენერგიით და ვიზუალით გამორჩეული გოგო-ბიჭები, რომლებსაც თვალს ვერ ვწყვეტდი. ამ ქალაქში არის სიცოცხლე დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში არის მოძრაობა, ხალისი, ქაოსი, ხმაური…. ყველა მზად არის დაგეხმაროს, შეგიქმნან კომფორტი უცხო მიწაზე, გიღიმიან გესალმებიან, გეკონტაქტებიან…
გადავიდეთ მეორე პუნქტზე, რომელიც ჩემთვის იყო აღმოჩენა, ბერძნული კვების კულტურა, მართლა სად არ ვყოფილვარ, რა არ მიჭამია, მაგრამ, იმ წუთიდან, რაც ათენის რესტორნები მოვინახულე, ვაღიარე, რომ ასეთი გემრიელი ხორცეული არსად არის… მეგონა, ჩვენ ვიყავით „ჭამის მინისტრები“, მაგრამ თურმე ბერძნები გვჯობნიან )))) კვება ძალიან ხარისხიანი და იაფია, დაახლობით 20€-ს ფარგლებში ძალიან ძალიან კარგად მიირთმევთ)))) ნებისმიერ ადგილას… ქალაქში, სადაც ოდნავ თავისუფალი ტროტუარია, ყველგან პატარა მაგიდა და სკამებია გამოტანილი და გახსნილია რესტორნები, თუმცა ყველა სავსეა და ყველგან რიგებია…
ულამაზესია ფეხით სასიარულო ქუჩები და მართლა მთელი გულით შემშურდა და მომინდა, რომ ჩვენთანაც იყოს მსგავსი ადგილებისა პარკები… ულამაზესია აკროპოლისი, ძალიან საინტერესო სანახაობაა პარლამენტის წინ, ძველი ტრადიციის მიხედვით, დაცვის შეცვლა – ცეკვა… ულამაზესია პლაკას უბანი, ძალიან ბევრი სუვენირების პატარა მაღაზიები, რომლებშიც ისეთი ფასებია და ისეთი ლამაზი სამკაულები, რომ ყველაფრის ყიდვა გინდება. მთლიანობაში აღფრთოვანებული ვარ ათენით!.. აი, ისეთი ქალაქია, რომ ცოტა ხანი სიამოვნებით ვიცხოვრებდი და უფრო ღრმად და კარგად გავიცნობდი შიდა კულტურას და ქალაქის ამბებს…“