როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, მოდელმა თიკო ჩხეიძემ, რომელსაც სამი წლის წინ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ქალიშვილი, ტატა გარდაეცვალა, გამოსცა წიგნი „აღსარება დედისა“, რომელიც სწორედ შვილის ხსოვნას მიუძღვნა.
თიკო ჟურნალ „თბილისელებს“ წიგნიდან ამონარიდს უზიარებს:
„ერთ მონაკვეთს გაგიზიარებთ ამ წიგნიდან. მონაკვეთს, რომელიც აღწერს, თუ როგორ იქნებოდა, რომ არა ეს…
„მხოლოდ 20-30 წუთი გვჭირდებოდა და ტატასთან გავჩნდებოდით. მანქანაში ჩავისკუპებდით და მისი ტიკტიკის ფონზე კოჯორში ავიდოდით. 3-4 დღეში ზღვაზე წავიყვანდით და ისეთ საოცარ ზაფხულს მოვუწყობდი, როგორსაც ვპირდებოდი. მზის სხივებივით ადრიანად ჩავხტებოდით წყალში და მის გადაცურვას შევეცდებოდით. ვიამაყებდი ჩემი „დიდი“ გოგოთი, ირგვლივ მყოფებს ასე რომ ნუსხავდა თავისი სილამაზით…“