LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკო ჩხეიძის მიძღვნა გარდაცვლილ შვილს: „პრინცესა ტატა სექტემბერში აღარავის უნახავს… ფერები, რომლებიც ასე მკვეთრი მეჩვენებოდა, გამქრალიყო…“

75270
tikochxeidze3455

მოდელმა თიკო ჩხეიძემ ახლახან წიგნი გამოსცა, რომელიც თბილისში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულ თავის ქალიშვილს, ტატას მიუძღვნა. თიკო ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის მეუღლეა.

ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, თიკომ მის შესახებ წიგნის გამოცემა გადაწყვიტა. გამომცემლობა „წიგნიერის“ მიერ დაბეჭდილი წიგნის სახელწოდებაა „აღსარება დედისა“.

გამოცემის უკანა ყდაზე ასეთი სიტყვები წერია:

„სექტემბერს არ შერცხვა, თავის დროზე მაინც მოვიდა. არც დედამიწას გაუჩერებია ბრუნვა. მთვარეს ისევ მზე ცვლიდა ცაზე. მხოლოდ ერთი მზის სხივი გამოჰკლებოდა სამყაროს.

პრინცესა ტატა სექტემბერში აღარავის უნახავს… ფერები, რომლებიც ასე მკვეთრი მეჩვენებოდა, გამქრალიყო. მხოლოდ მონატრება ჩანდა ლამაზი სახის, თბილი თვალების… შორეულ გზაზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g