„მძევლების“ ვარსკვლავი თინა დალაქიშვილი რუსული პრესისთვის პოპულარული რესპონდენტია. ახლახან „Hello.ru“-მ მასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ქართველი მსახიობი ახალ ფილმზე საუბრობს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო – „ებიგეილი“ რეჟისორ ალექსანდრ ბოგუსლავსკის ფანტასტიკური ჟანრის ფილმია, სადაც თინამ მთავარი როლი შეასრულა. მან ცნობილი ჟურნალის საიტთან „მძევლების“ შესახებაც ისაუბრა.

თინა, მოგვიყევი შენი ინტერესების შესახებ…

ვგიჟდები ხატვაზე. დაგეგმილი მაქვს ნახატების გამოფენა, ასევე ჩემი მეგობრის წიგნის ილუსტრირება. ისე, მთელი ცხოვრება ოპერატორობაზე ვოცნებობდი და არა მსახიობობაზე.

თუ მსახიობობაზე არ ოცნებობდი, როგორ აღმოჩნდი კინოში?

სრულიად შემთხვევით. ჩემმა მეგობარმა რეკლამის ფოტოსესიაზე დამიძახა. შემდეგ ასევე შემთხვევით, ერთი დღით ადრე გადაღებებამდე, რეზო გიგინეიშვილის ფილმში „სიყვარული აქცენტით“, როლზე დამამტკიცეს.

მცირე ხნის წინ რეზო გიგინეიშვილის „მძევლების“ პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა, როგორია შთაბეჭდილებები?

ასეთ მნიშვნელოვან ფესტივალზე პირველად გახლდით. ოთხი ჩვენება გვქონდა და ოთხივე ჯერზე დარბაზი სავსე იყო. საშინლად სასიამოვნოა, რომ ევროპულმა პუბლიკამ სურათი ასე თბილად მიიღო.

შენს „ინსტაგრამზე“ რეზო გიგინეიშვილს ოჯახის წევრი უწოდე…

ასეც არის. როცა მე „სიყვარული აქცენტით“-ში გადამიღეს, 18 წლი ვიყავი, მას შემდეგ რეზო ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა, „მძევლებმა“ კი კიდევ უფრო დაგვაახლოვა. მე მას ვაფასებ, როგორც დამრიგებელსა და დიდ მეგობარს. გადასაღებ მოედანზე, ისევე, როგორც ცხოვრებაში, ჩვენ სრული ურთიერთგაგება გვაკავშირებს.

რომელ რეჟისორთან გადაღებისთვის წახვიდოდი ყველა მსხვერპლზე?

მიქაელ ჰანეკესთან ვიმუშავებდი სიამოვნებით, ვფიქრობ, ის საუკეთესოდ გრძნობს ადამიანურ ბუნებას.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05