თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“7 ნოემბერს რუსთაველზე რომ შეიკრიბებით მერე საღამოს რიყეზე ჩავლა არ დაგავიწყდეთ ? OMG
P.S უი შეგვეშალაო, ყველამ კი არ იცის 7 ნოემბერი სხვა კალენდრიდანააო,”-წერს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, დღევანდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს.
მოგვიანებით კი მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის აქცია 7 ნოემბერს არ გაიმართება.
ელენე ხოშტარია: “აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს”