თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი უკრაინაში იტალიის პრემიერ-მინისტრის, საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ვიზიტს ეხმიანება და წერს, რომ ევროკავშირის პასუხის მოლოდინის ფონზე, “ყველაზე ცუდი ნიშანია”, რომ საქართველოში “არავინ ჩამოდის”.
ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ
“მაკრონი გუშინ კიშინოვში იყო დღეს კიევში უფრო ფართო შემადგენლობით ჩადიან, გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტი იყო კიევში.
ჩვენთან არავინ რომ ჩამოვიდა, ეს ყველაზე ცუდი ნიშანია ამ კვირის მოვლენების ფონზე. სათქმელი სადაც აქ აქვთ, იქ ჩადიან როგორც წესი ?
ჩვენ, ვინ რომელ მიტინგზე წავა და ვის გვერდით დადგება ან არ დადგება იმაზე ვწიოკობთ ?
რა საშინლად პატარა და უმწიფარია ეს დისკურსი ?
სიმწრისგან დამუნჯებულის სმაილიკი სასწაულის მოლოდინში ?
ასე ხდება, როცა მთავარი – ქვეყნის მომავალი და მეოცე ხარისხოვანი – პირადი ეგო არეულია ?ა “, – წერს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად იტალიის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდნენ. მათი ფოტო, რომელიც ღამით, მატარებელშია გადაღებული, ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ კამიშინმა.