LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოჩინოშინმა 226-კილოგრამიანი მეტოქე დაამარცხა

139
c_3763542_1552765977

ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინისა და იჩინოჯოს დაპირისპირება დასრულდა.

ტოჩინოშინმა 226-კილოგრამიანი მაეგაშირა დაამარცხა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინის ბალანსი ჰარუ ბაშოზე 5-3-ზეა.

ხვალ მისი მეტოქე მესამე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელსაც ბაშოზე რვიდან რვა წაგება აქვს და პირველია სუპერტურნირზე, ვისაც ოფიციალურად გაფორმებული აქვს უარყოფითი ბალანსი (მაკე კოში).

ლევან გორგაძეს ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად დარჩენილ შვიდ შეხვედრაში მინიმუმ სამი გამარჯვება სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები