LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს ბრალდება საზოგადოებამ და შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა – ადვოკატი

380
BeFunky-collage (5)

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მორაგბის ადვოკატი აცხადებს, რომ „ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს ბრალდება საზოგადოებამ და გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა. ამის შესახებ ვასილ მამულაშვილმა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.

ადვოკატი ბრალდებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არასწორია და უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის, ასევე დაცვის მხარისთვის, ვინაიდან მისივე თქმით, სასამართლოში მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„მოლოდინი, რომ ბრალდება სხვანაირად მოიქცეოდა, არ გვქონია. ჩვენ ვნახეთ რაღაც მონათხრობები, ვარაუდები, რომლებიც არაერთხელ მოვისმინეთ ბატონი მირიან ნიკოლაძისგან, პროკურატურამ მისი საუბარი გადაიტანა და გამოსცა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. თუმცა, ეს არაფერს არ ნიშნავს.

ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია – მირიან ნიკოლაძე

ხუთი არაადამიანი! ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი! ხუთი მკვლელი: ანი შაქარაშვილი

პირი დამნაშავედ ცნობილი ხდება მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და ეს გადაწყვეტილება არის არასწორი. ამას უარყოფი ეფექტი ექნება როგორც პროკურატურისთვის, ასევე დაზარალებულისთვის, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სასამართლოში დადგება გამამართლებელი განაჩენი” – აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან ხუთს: ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა

“სასტიკად სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს” – პროკურატურა ახალ ვიდეო-რეკონსტრუქციას ავრცელებს

 

magti 5g