LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოში თავდამსხმელმა 18 ადამიანი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები დაჭრა

104
tavdasxma

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ავტობუსის გაჩერებაზე სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხნენ. უცნობი მამაკაცი მათ დანით დაესხა თავს. შედეგად 18 ადამიანი დაიჭრა და სამი დაიღუპა, მათგან ორი სკოლის მოსწავლეა.

ეჭვმიტანილმა, კისრის არეში ჭრილობები მიიყენა, რის შედეგადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

„დავინახე მამაკაცი როგორ მიუახლოვდა ავტობუსის გაჩერებას, მას სისხლი სდიოდა. სკოლის მოსწავლეებიც დავინახე, რომლებიც მიწაზე იწვნენ. ეს მშვიდი უბანია და საშინელებაა, მსგავსი რამ რომ აქ ხდება“, – განაცხადა თვითმხილველმა.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

თავდასხმის დროს იაპონიაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები