LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე ჯგერნაია ნანუკა ჟორჟოლიანს გამოეხმაურა: “ტესტის გაკეთება გამართლებაზე არ არის…”

6006
grenaia-jorjoliani

თეოლოგი და არტისტი, თორნიკე ჯგერნაია სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს და წერს, რომ პირადად მას ტესტი გაუკეთეს და მისი პალატის გვერდით, ორივე მხარეს ასეთივე პაციენტები იწვნენ. ნანუკას ერთ-ერთი გუშინდელი თემა სწორედ ტესტებს და იმას შეეხებოდა, რამდენად სწორად და საჭიროებისამებრ კეთდება ისინი.

თორნიკემ დაწერა:

“Nanuka Zhorzholiani ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show
არ ვარ არც ექიმი, არც ექთანი, უფრო მეტიც, თვითიზოლაციაში ვარ პირველი დაფიქსირებული პაციენტის შემდეგ! 4 დღის უკან მივმართე სამედიცინო დაწესებულებას ალერგიის ჩივილით და იმის გამო, რომ მქონდა ტემპერატურა 37,5 (ვუთხარი რომ 37 მატარებელი ვარ და ჰიპერალერგიული) +სისუსტე და თავის ტკივილი, (რაც ალერგიას თან ახლავს, როგორც წესი) და ბოლო ორი კვირის განმავლობაში აცრის გამო ნამყოფი ვიყავი სამედიცინო დაწესებულებაში, გადამიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში, ამიღეს ტესტი და დაწესებულება დავტოვე მხოლოდ მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გამოირიცხა. ანუ არ არის ‘გამართლებაზე’ ტესტირების გაკეთება და ჩემი ისტორია ამის ცალსახა მაგალითია.
#მართლამუშაობენ #თავდაუზოგავადმუშაობენ
მითია ეგ, რომ თითქოს სიცხისაგან თუ არ იწვები და ხველებისაგან თუ არ იხრჩობი, ტესტს არ გიკეთებენ. საკმარისია ვირუსის რამდენიმე მინიმალურ ნიშანს აკმაყოფილებდე”.

თორნიკეს ამ სტატუსს ნანუკა გამოეხმაურა და აღნიშნა:

“თორნიკე, მე მოგიყვები ჩემი თანამშრომლის ისტორიას, რომელსაც სიცხე ჰქონდა, თითქმის ყველა სიმპტომი, მაგრამ არ გაუკეთეს ტესტირება??‍♀️ ისევე, როგორც რამდენიმე მაგალითს. პასუხი იყო, ყველა სიმპტომი არ გაქვთ…”

თორნიკემ ნანუკას კომენტარს ასე უპასუხა:

“Nanuka Zhorzholiani მესმის და მჯერა, რომ სისტემა 100 პროცენტით გამართული არ არის, მაგრამ ხომ იცი, ფაქტები არ ტოვებს ადგილს ეჭვებისათვის, თან თუ ეს საკუთარ თავზე გამოსცადე, ორმაგად ჯიუტია ფაქტი 🙂 ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ ‘პალატაში’ მსგავსი ისტორიით იყვნენ (ფანჯრიდან ერთმანეთში გადაძახილის დროს გავარკვიეთ, პასუხები რომ მოვიდა). უბრალოდ, მე რასაც იქ ორი დღე ვუყურე, მე მგონი ‘გამართლებაზე’ ის უფროა, რომ ტესტი არ გაგიკეთონ.?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები