LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ჩადიხართ დანაშაულს… გინდათ, ბოლომდე დაიმორჩილოთ ეროვნული ბანკი“ – რომან გოცირიძე

128
რომან გოცირიძე

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ეროვნულ ბანკში გავლენების გამყარება სურს. მისი თქმით, ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ბანკის სახით ქვეყანას ახალი პრობლემა და თავსატეხი გაუჩინა და ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტის დამოუკიდებლობას პირდაპირ ლახვარს სცემს.

„ეროვნული ბანკი ვახსენე, მინდა ვთქვა, რომ თქვენ ჩადიხართ დანაშაულს. ეროვნული ბანკის კანონზე ვეტოს გაუქმებით პასუხს მომენტალურად მიიღებთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, პირველ რიგში, სავალუტო ფონდიდან. გაუქმდება საქართველოში დღეს არსებული სამწლიანი პროგრამა, ვინაიდან ის ეროვნული ბანკის საბჭოს დამოუკიდებლობას, ფაქტობრივად, აუქმებს, როდესაც იქნება ხუთი ადმინისტრაციული წევრი და ოთხი ფორმალური, რომელიც ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ძალიან კარგად იცის სავალუტო ფონდმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ამ გადაწყვეტილების არამხოლოდ ტექნიკურ-სამართლებრივი კონტექსტი, არამედ პოლიტიკური კონტექსტი. თქვენ გინდათ ეროვნულ ბანკში გავლენების კიდევ უფრო გამყარება. დღეს არავინ იტყვის, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, მაგრამ გინდათ საბოლოოდ, ეროვნული ბანკი იუსტიციის საბჭოდ გადააქციოთ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გყავდეთ ისეთივე მორჩილი ადამიანი, როგორიც ლევან მურუსიძეა. თქვენ გინდათ საფინანსო მურუსიძის შემოღება საქართველოს საფინანსო სისტემაში. გინდათ, ბოლომდე დაიმორჩილოთ ეროვნული ბანკი, ვინაიდან ეროვნული ბანკი არის ძალიან დიდი რეგულატორი, რომელიც არეგულირებს ფასიანი ქაღალდების ბიზნესს, დაზღვევას, საპენსიო ფონდებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, კომერციულ ბანკებს და გინდათ მთელ ამ სისტემას, უფრო სწორედ ივანიშვილს უნდა, რომ მოაჯდეს და შემდეგ ფინანსური ნაკადები მართოს ისე, როგორც მას მოეპრიანება. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მთავარი მოთხოვნა იყო დამოუკიდებელი ინსტიტუტები”, – განაცხადა გოცირიძემ.

 

magti 5g