მომღერალი თიკა ჯამბურია კულინარიულ შოუში „მასტერშეფი“ მონაწილეობს.
თიკამ პროექტის საწყის ეტაპზე კერძი, მეგრული სამზარეულოდან შეარჩია.
„მინდა ჩემს მსმენელს და მაყურებელს ჩემი თავი გავაცნო სხვა კუთხით, ვანახო მათ, როგორი მზარეული ვარ.
ყველაზე მეტად მეშინია მზერის, რომელსაც დავინახავ როცა [შეფები] გასინჯავენ..
სამი წელია მასტერშეფში მოვდივარ და გავრბივარ შემოსასვლელიდან.. ჩემს დიეტას ვარღვევ, რომ გავსუქდე აქ მოგკლავთ..,“ – ამბობს ხუმრობით თიკა ჯამბურია.
მომღერალმა კერძის დაგემოვნების დროს შეფ კონსტანტინეს ხუმრობით უთხრა, რომ თუ მუსიკალურ შოუში მიიღებს მონაწილეობას, მასაც ისეთივე სახით შეხედავს, როგორიც თვითონ უყურებს.
„ვგიჟდები ასეთი სახით რომ უყურებთ ხოლმე ხალხს, არაფრისმთქმელი შუშის თვალებით..
თქვენც რომ გამოხვალთ სიმღერის კონკურსში, მეც ეგეთი სახით შემოგხედავთ,“ – ამბობს თიკა.
საბოლოოდ, მომღერალმა შეფებისგან წინსაფარი დაიმსახურა და პროექტის მეორე ეტაპზე გადავიდა.