LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენი ბრიყვული პოლიტიკის გამო ყველგან რუსული სოფელი დაგხვდებათ – ხუხაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე

236
gia xux

ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებას, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის „კარებთან რუსული სოფელია“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, მთელი ქალაქი რუსი დეზერტირების ბაზრად იქცა.

„მერიას გაუკვირდა, რატომ უწოდა “რუსული სოფელი” მათ მიერ გახსნილ ბაზრობას სალომე ზურაბიშვილმა.

იმიტომ უწოდა ბატონებო, რომ ერთხელ რომ გაიაროთ ამ სოფელში, ან  აქვე, თბილისის გულში შეიხედოთ რესტორანში, ბანკში, საბავშვო ცენტრში, თუ პარკში, თქვენი ბრიყვული პოლიტიკის გამო ყველგან რუსული სოფელი დაგხვდებათ.

ჩვენი შვილების და შვილიშვილების ადგილი აღარ დატოვეს არსად ”უფროსმა ძმებმა”
მთელი ქალაქი რუსი დეზერტირების ბაზრად აქციეთ…“. – წერს გია ხუხაშვილი.

ხმალაძე: მეცინება, რატომ უწოდეს “რუსული სოფელი” – ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც ევროპაშია.. რუსეთში მე პირადად არ ვყოფილვარ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g