LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენმა ტაქსის კომპანიებმა გააოთხმაგეს გადასახადი და მილიონრები ხდებიან ახლა” – ლეიბორისტები ტრანსპორტის აკრძალვას სასამართლოში ასაჩივრებენ

106
dsgrsg

“ლეიბორისტული” პარტია მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული რეგულაციის გაუქმებას ითხოვს.

პარტიის ლიდერმა და ადვოკატმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვენ მთავრობის გადაწყვეტილების გაუქმებას ხუთ ქალაქში დროებით მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის თაობაზე.

„ლეიბორისტული პარტია“ მიმართავს სასამართლოს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს და გაუქმდეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებული ვითომ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. სინამდვილეში, აგვისტოს სიცხეში ხალხის გამოსაკეტად, მათ გასაწყვეტად, შესაშინებლად, მიტინგზე არ გამოსასვლელად და პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაა.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხის გამოკეტვით, ტრანსპორტის პარალიზებით აიცილებს თავიდან საშემოდგომო საპროტესტო ტალღას, ძალიან ცდებიან. უფრო გამწარებული ხალხი გამოგივარდებათ იმის გამო, რაც დაკავშირებულია ადამიანთა გადაადგილების აკრძალვასთან და პატარა მანქანებში გამოკეტვასთან. ჯერ ერთი, ყველას არ ჰყავს პატარა მანქანა, რომ გადაადგილდეს, შემდეგ თქვენმა ტაქსის კომპანიებმა გააოთხმაგეს გადასახადი და მილიონრები ხდებიან ახლა ამ უბედური ხალხის გაჭირვებით. ვინ დაამტკიცა, რომ სტადიონისხელა ავტობუსში გადაედება ადამიანს კოვიდი და პატარა მანქანაში ჩაჭუჭყულს არაფერი არ გადაედება. როგორ უნდა მივიდნენ ასაცრელად ადამიანები, როგორ უნდა მივიდნენ თუნდაც დაავადებული, კორონავირუსით შეპყრობილები სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად; როგორ უნდა მივიდნენ ადამიანები სამსახურებში, რა მნიშვნელობა აქვს შიმშილით მოკლავ, თუ კორონა მოკლავს გარკვეულ პროცენტს, რომელიც ამ გავრცელებაში ლეტალური შედეგით ხასიათდება.

ვითხოვთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გაუქმებას და ასევე მოვითხოვთ, შეიკრიბოს სააკოორდინაციო საბჭო, ბრძენთა ბრძენი და თვითონვე გააუქმოს ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვაზე მიღებული დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. დღესვე შეიკრიბონ, ვიდრე ჭკუა დარჩენიათ, ვიდრე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს ხალხი მიადგება ფეშენ სასახლეებში, რომლებიც ზოგიერთებმა კოვიდის წინააღმდეგ საბრძოლველად შემოსული ათი მილიარდიდან აწაპნილი თანხებით ააშენეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g