LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსპორტის გახსნის შემდგომ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა: ეკატერინე ტიკარაძე რეგულაციების შესაძლო გამკაცრებაზე საუბრობს

451
-DSC7145

“ჩვენი მოქალქეებისგან მოვითხოვთ, რომ იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის ერთადერთი გზა არსებული რეკომენდაციების დაცვაა.

“განვაგრძოთ და ინტენსიურად მოვიხმაროთ ნიღბები ისეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს არის მოწოდებული, ვინაიდან მხოლოდ მსგავსი ქცევა და ქცევის ნორმა არის იმის გარანტი, რომ ჩვენთან არ მოხდეს ინფექციის ძალიან მაღალი გავრცელება. ეს ალბათ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. რა თქმა უნდა, აქვე არის ძალიან მნიშენლოვანი, რომ მედიასთან ინტენსიური მუშაობით, შევძლოთ და საქართველოს ყველა მოქალაქეს ინტენსირუად გავაცნოთ ინფორმაცია ამ ნორმების შესახებ, მათი ინტესნირუი მოხმარების შესახებ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნასთან ერთად რისკების მომატების მოლოდინი არსებობდა, თუმცა არ გამართლდა, რადგან მოქალაქეები ყველა დადგენილ წესს პასუხისმგებლიანად და მკაცრად იცავენ.

“დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში, ის გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, არ გამართლდა და ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც არის მოწოდებული. მე იმედს ვიტოვებ, რომ ყველა დანარჩენ უწყებაშიც, რომლის გახსნაც ეტაპობრივად მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ ნორმების დაცვას და ნიღბების მოხმარებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ჯადაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგებთან ერთად აქტიურ მუშაობას განაგრძბს, რათა არსებული ეპიდემიულოგიური სიტუაცია არ გაუარესდეს, ამაში კი რიგით მოქალაეებსაც დიდი როლი აკისრიათ.

“დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური ჩართულობა იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ, რათა საქართველოში ავამუშაოთ ეკონომიკა და ყველა ის მონაპოვარი, რომელიც დღეისათვის გვაქვს, შევინარჩუნოთ, ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობას. ამასთან მიმართებაში, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავისი უწყებით და რგოლით გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და გაძლიერებას როგორც ჰოსპიტალური სექტორის, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ასევე ჩვენი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლების. რა თქმა უნდა, ჩვენი ეპიდემიოლოგები კვლავ დარჩებიან იმ მობილიზაციაში, რომელიც ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე თვეა და გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას იგივე ინტენსივობით.
თუმცა, თუ ეს არ იქნა ერთობლივი მუშაობა ჩვენსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის, ის რისკები შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი, რამაც გარკვეული რეგულაციების გამკაცრებამდე შეიძლება მიგვიყვანოს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.