ტურისტული კომპანია Traveler.ge-ს დამფუძნებელი შატილის გზაზე მომხდარ ავარიას ეხმაურება და მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ტურისტული კომპანია Traveler.ge განცხადებას ავრცელებს: “განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით”
“გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია.. აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო
ვეღარასოდეს ვნახავ ჩემ უსაყვარლეს ნუცის და ხატიას
17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა.
ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც” – წერს შალვა ბოლოთაშვილი.
შატილის საბედისწერო ტურის მგზავრები: ერთი და გარდაიცვალა, მეორე სიკვდილს ებრძვის
“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს…”
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.