LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა კიდევ უფრო გადავადდება: ამირან გამყრელიძე

228
1581260258-ამირანგამყრელიძე1

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „თუ აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა კიდევ უფრო გადავადდება“. აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი ახლა ვაქცინაციის პროცესის გაფართოება და მეტად გააქტიურებაა. გამყრელიძე ამბობს, რომ მომავალი 90 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ამცრელი ბრიგადები უფრო მეტად მობილურები უნდა გახდნენ.

„სამწუხაროდ, კვლავ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, ძალიან დაბალია – 43%, რაც დაუშვებელია. თუ აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა კიდევ უფრო გადავადდება და იქნება შედარებით მსუბუქი. მეხუთე ტალღის დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რესპირაციული ვირუსების სეზონი – წელს გრიპი იქნება ისეთივე ნაკლებად აქტიური, როგორც შარშან იყო, თუ – უფრო აქტიური. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები