LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადამიანმა კორონავირუსის სხვა შტამები გადაიტანა, მას იმის გარანტია, რომ „ომიკრონი“ აღარ შეხვდება, არ აქვს – გაბუნია

847
BeFunky-collage (2)

„შესაძლებელია, „ომიკრონი“ ვაქცინირებულებშიც გავრცელდეს, მაგრამ მთავარი განსხვავება არის ის, რომ თუ ადამიანი ვაქცინირებულია, დაავადების ხასიათი იქნება ძალიან მსუბუქი”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

როგორ თამარ გაბუნია აღნიშნავს, „ომიკრონის“ გავრცელება საყურადღებოა, რადგან ის რეინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი უნარებით ხასიათდება.

“სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება “ომიკრონის” დადასტურება… რამდენიმე შემთხვევაა, როცა PCR-ით არ დადასტურდა ვირუსი” – კლინიკური ექსპერტი მოქალაქეებს მიმართავს

“თუ ადამიანმა კორონავირუსის სხვა შტამები გადაიტანა, მას იმის გარანტია, რომ „ომიკრონი“ აღარ შეხვდება, არ აქვს.

ახალი ვაქცინაზე მუშაობას ყველა დიდი მწარმოებელი აგრძელებს, რომელიც იქნება „ომიკრონზე“ მეტად მორგებული. არავის გვაქვს გარანტია, რომ ეს შტამი მუტაციას არ გააგრძელებს და სამომავლოდ ახალი სახით არ ჩამოყალიბდება.

ვაქცინის მწარმოებლები ამ მოსალოდნელ რისკებსაც ითვალისწინებენ, რომ ახალი ვაქცინა იყოს მეტად ფართო დაფარვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ “იმედის” ეთერში.

PCR-მაც შესაძლოა, ადრეულ ეტაპზე ვერ დაადგინოს “ომიკრონი”, დარჩით სახლში და მე-2, მე-3 დღეს ჩაიტარეთ ტესტი – გაბუნია მოქალაქეებს რჩევით მიმართავს

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა. 

გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა იყო დადასტურებული.

კოვიდსტატისტიკა განახლდა: საქართველოში კორონავირუსის 5381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1065 პირი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g