LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PCR-მაც შესაძლოა, ადრეულ ეტაპზე ვერ დაადგინოს “ომიკრონი”, დარჩით სახლში და მე-2, მე-3 დღეს ჩაიტარეთ ტესტი – გაბუნია მოქალაქეებს რჩევით მიმართავს

2832
BeFunky-collage

“გაჩნდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეგვიძლია ანტიგენ ტესტის გამოყენება – შემდეგ მეტად ჩაღრმავებული კვლევები ჩატარდა და ჯერჯერობით რეკომენდაცია მაინც არის იმგვარი, რომ კი, ანტიგენ ტესტების გამოყენება ნამდვილად არის რეკომენდებული ომიკრონის დიაგნოსტირებისთვის, თუმცა მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “იმედის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ “თუ ადამიანს აქვს სიმპტომი და ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში დამშვიდების საფუძველი, შეიძლება, არ გვქონდეს და მაინც ფრთხილად უნდა მოეკიდოს მის მდგომარეობას”.

სიმპტომების შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადამიანმა გაიკეთოს სწრაფი ტესტი. თუ სიმპტომები გამოხატულია, სწრაფი ტესტი მარტივად ადგენს დაავადებას. თუ მეტად საეჭვო მდგომარეობაა და სიმპტომი არ არის, კონტაქტია, რაღაც მიზეზია, რომ PCR ტესტი ჩატარდეს, ექიმი ურჩევს, რომ ჩაიტაროს PCR ტესტი.

თავიდან, პირველი რეაქცია, რაც იყო დიაგნოსტიკურ ტესტებთან დაკავშირებით, იყო ის, რომ PCR-მაც, შესაძლოა, ადრეულ ეტაპზე ვერ დაადგინოს ომიკრონი, ადრეული ეტაპი არის, როდესაც კონტაქტი იყო და ადამიანს აქვს სიცხე – პირველი, მეორე დღეა ინფიცირების.

ეს ხომ სწრაფად ვითარდება, ინკუბაციური პერიოდი მოკლე აქვს, ჰქონდა კონტაქტი, მეორე დღეს აქვს ტემპერატურა.

მეორე დღეს, შესაძლოა, ვერ გამოვლინდეს, აქ ერთი შედარებით დადებითი, რაც ახასიათებს ომიკრონს, არის ის, რომ ღრმად არ მიდის ფილტვის ქსოვილში და შედარებით ზედაპირზე რჩება – მისი გავრცელების ასეთი ხასიათი განაპირობებს იმას, რომ გამოვლენა ზედა სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებში ადრეულ ეტაპზე, ვიდრე არ გამრავლდება, ვერ ხერხდება.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ტესტი ჩატარდა მეორე და მესამე დღეს, ის ვერ დაიჭერს ომიკრონს, რა თქმა უნდა, უკვე შედარებით მოგვიანებით ეტაპზე ამას გააკეთებს. მოქალაქეებისთვის რჩევა იქნება ის, რომ თუ არის ადრეული ეტაპი, შეიძლება მაშინვე არ მიმართონ ტესტის გაკეთებას, დარჩნენ სახლში, იზოლაციაში და მე-2, მე-3 დღეს ჩაიტარონ ტესტი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა. 

გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა იყო დადასტურებული.

კოვიდსტატისტიკა განახლდა: საქართველოში კორონავირუსის 5381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1065 პირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g