LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბუწაშვილი: ომიკრონის გამო დაწესებულებაში შესვლისას ტემპერატურის გაზომვამ აზრი დაკარგა, ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა

3477
BeFunky-collage (11)

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ.

როგორც ბუწაშვილი განმარტავს, ამ მეთოდმა ისედაც არ გაამართლა, “ომიკრონის” შემთხვევაში კი, ინფიცირებულებს, ხშირ შემთხვევაში, ტემპერატურა საერთოდ არ უფიქსირდებათ.

კულუმბეგოვი: “უხეში დათვლებით, ქვეყანაში მოცირკულირე მთლიანი შემთხვევების ნახევარი ახლა არის „ომიკრონი“, თუმცა მისი გაორმაგება ძალიან სწრაფად ხდება”

“მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ.

დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ,”- წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის საქართველოში „ომიკრონის“ 1185 შემთხვევაა დადასტურებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები